ლიონის პრეზიდენტი: "ფეკირი იანვარში არ წავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიონის პრეზიდენტი: "ფეკირი იანვარში არ წავა"


ლიონის პრეზიდენტი:
ლიონის "ოლიმპიკის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, ნაბილ ფეკირის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ის ამ სეზონში ჩვენთან დარჩება და არც იმის საშიშროება არსებობს, რომ ფეკირი ზაფხულში წავა. მას ჩვენთან მოქმედი კონტრაქტი აქვს და ლიონში ბედნიერია.

ნაბილი ფეხბურთში წარმატებულია, გუნდის კაპიტანი და ნამდვილი ლიდერია. ფეკირი ლიონში ყველას უყვარს, ის ამ კლუბის ნამდვილი სიმბოლოა", - განაცხადა ოლამ.

24 წლის ფრანგი შემტევი მიმდინარე სეზონში საუცხოო ფორმაშია - 15 თამაშში 12 გოლი და 3 ასისტი. ნაბილ ფეკირმა არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია, მათ შორის "ბარსელონასი."
ასევე იხილეთ თემაზე:
ჟან-მიშელ ოლა ნაბილ ფეკირი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები