იუვენტუსმა სტროტმანს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა სტროტმანს დაუმიზნა


იუვენტუსმა სტროტმანს დაუმიზნა

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, კევინ სტროტმანი, ტურინის "იუვენტუსის" რადარზე მოხვდა.

"Sky Italia" იტყობინება, რომ "ბებერი ქალბატონი" მზად არის რომაული კლუბის მოთხოვნები დააკმაყოფილოს დ ჰოლანდიელი საყრდენის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"იუვენტუსი" 2018 წლის ზაფხულში მოედნის ცენტრის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს. ტურინელებმა ემრე ჩანი პრაქტიკულად უკვე გაიფორმეს, ახლა კი სტროტმანის ტრანსფერზე დაიწყებენ მუშაობას.

27 წლის სტროტმანმა, რომლის მოქმედი კონტრაქტი "ჯალოროსისთან" 2022 წლამდეა გათვლილი, მიმდინარე სეზონში 21 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები