ნაჩო: "არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაჩო: "არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს"


ნაჩო:

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ნაჩო ფერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

ლა ლიგის მატჩში "რეალმა" "ვილიარეალი" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

"მოედანზე დიდი შემართებით გამოვედით, ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში თამაშის ხარისხი კარგი იყო. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს.

ეს "რეალია" და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ თავები ჩავღუნოთ, უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ მთელი შემართებით.

ლა ლიგის მოგება? ჩვენ თითოეულ მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, რომ შანსი ჯერ კიდევ არის, თუმცა დიდი არა. ეს ცხადია", - ამბობს ნაჩო ფერნანდესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები