ბაიერნმა ვერდერი 4:2 დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნმა ვერდერი 4:2 დაამარცხა [VIDEO]


ბაიერნმა ვერდერი 4:2 დაამარცხა [VIDEO]

მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტურში შინ ბრემენის "ვერდერი" მიიღო და "ალიანს არენაზე" მაყურებელმა დიდებული სანახაობა იხილა.

"ვერდერმა" გერმანულ გრანდს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წუთებამდე ჰქონდა ქულის მოპოვების შანსები, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

თომას მიულერისა და რობერტ ლევანდოვსკის დუბლებით "რეკორდმაისტერმა" რთული, მაგრამ სახალისო გამარჯვება მოიპოვა და 47 ქულით დომინირებას აგრძელებს.

ბაიერნი 4:2 ვერდერი

გოლები: 0:1 - გონდორფი (25'), 1:1 - მიულერი (41'), 2:1 - ლევანდოვსკი (63'), 2:2 - ზიულე (74' ავტოგოლი), 3:2 - ლევანდოვსკი (77'), 4:2 - მიულერი (84').

შემადგენლობები

ბაიერნი: ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ბერნატი; მარტინესი (ვიდალი 58'); რობენი (კომანი 58'), მიულერი, ხამესი, რიბერი; ლევანდოვსკი (ვაგნერი 78').

ვერდერი: პავლენკა; ბაუერი (გებრე სელასიე 46'), ველიკოვიჩი, მოისანდერი, აუგუსტინსონი; ეგეშტაინი, ბარგფრედე (ბელფოდილი 81'), დელაინი, გონდორფი (კაინცი 73'); იუნუზოვიჩი - კრუზე.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები