გვარდიოლა 0:4-ის შემდეგ: "ლიგის რაუნდი 180 წუთი გრძელდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა 0:4-ის შემდეგ: "ლიგის რაუნდი 180 წუთი გრძელდება"


გვარდიოლა 0:4-ის შემდეგ:

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბაზელმა" "მანჩესტერ სიტი" მიიღო და 0:4 დამარცხდა.

"ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეხვედრა შეაფასა.

"სტუმრად 4-ბურთანი სხვაობით გამარჯვება გასაოცარია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის რაუნდი 180 წუთი გრძელდება.

კომპანი დაგვიბრუნდა, დელფიც დაბრუნდა და გაბრიელ ჟესუსიც მალე მწყობრში იქნება. სულ მალე, "სიტის" სრული შემადგენლობა ეყოლება.

საქმე ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა ჩვენ თითქმის 1/4 ფინალში ვართ.

ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ლიგაზე შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი 100%-ით მხოლოდ მეორე შეხვედრის შემდეგ ირკვევა.

ცხადია, რომ ამ შეხვედრაზე კონცენტრირებული ვიქნები, თუმცა ამავდროულად ამ პერიოდში "არსენალსა" და "ჩელსის" ვხვდებით და ეს მატჩებიც მოითხოვს ყურადღებას.

გასულ სეზონში, 1/8 ფინალამდე გავედით და წელს თუ 1/4 ფინალში მოვხვდით, ეს უკვე უკეთესი შედეგი იქნება.

ჯერ მხოლოდ თებერვალია და პრემიერ ლიგაშიც გასაოცარი პოზიცია გვიკავია. მეორე ადგილოსანზე 16 ქულით წინ ვართ, თუმცა არც პრემიერ ლიგაში არ არის ჯერ რაიმე გადაწყვეტილი", - განაცხადა გვარდიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები