ლაგოდეხში სფფ აკადემიის ფილიალი გაიხსნება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაგოდეხში სფფ აკადემიის ფილიალი გაიხსნება


ლაგოდეხში სფფ აკადემიის ფილიალი გაიხსნება

14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნება. აკადემიაში 2003-2004 წელს დაბადებული ბავშვები ივარჯიშებენ.

გახსნის ცერემონია 18:30 საათზე შედგება და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სხვა ოფიციალური პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ტექნიკურ ცენტრს დაათვალიერებენ.

GOAL.GE ლაგოდეხში განვითარებულ მოვლენებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

GFF

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები