რეინა: "იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში მილანის პირველი ნომერი რეინა იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეინა: "იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში მილანის პირველი ნომერი რეინა იქნება"


რეინა:

"მილანის" ახალგაზრდა გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას, აგენტმა, მინო რაიოლამ, იტალიურ პრესაში თავისი კლიენტის კლუბიდან წასვლის თემაზე მორიგი კომენტარი გააკეთა.

"ვინ იქნება "მილანის" ძირითადი მეკარე მომდევნო სეზონში, დონარუმა თუ რეინა? იმედი მაქვს, რომ რეინა", - მოკლედ აღნიშნა რაიოლამ.

"როსონერის" ხელმძღვანელობა ახლა 35 წლის ესპანელ მეკარესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. რეინა ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

ამავდროულად, არ არის გამორიცხული, რომ მილანური გრანდი დონარუმამ დატოვოს და მისი ადგილი სწორედ რეინამ დაიკავოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები