"ამაზე უარის თქმა შეუძლებელია" - ვან გაალი ბრუნდება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ამაზე უარის თქმა შეუძლებელია" - ვან გაალი ბრუნდება?



ცნობილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა, თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ვერ ვიტყოდი, რომ კარიერა უკვე დავასრულე. სიმართლე ისაა, რომ კვლავ ძალიან ბევრ წინადადებას ვიღებ.

ახლა მივიღე შემოთავაზება, რომელზეც ჩემი აზრით უარის თქმა შეუძლებელია. ამ მომენტისათვის მეტს ვერაფერს გეტყვით.

თუმცა თუ ივლისში ან აგვისტოში უმუშევარი ვიქნები, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ კარიერა დავასრულე", - განაცხადა 66 წლის ვან გაალმა.

ლუის ბოლო სამუშაო ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, რომელიც 2016 წელს დატოვა.

ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ლუი ვან გაალი რომელიმე ქვეყნის ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს და სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლუი ვან გაალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები