მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ვრსალკოს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ვრსალკოს დაადგა


მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ვრსალკოს დაადგა

"ატლეტიკოს" მცველმა, შიმე ვრსალკომ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც Daily Mail იუწყება, 26 წლის ხორვატისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "ეშმაკუნები" მზად არიან ვრსალკოს სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ხორვატი უკანახაზელი "ატლეტიკოში" "სასუოლოდან" 2016 წელს გადავიდა და მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები