"რაც არ უნდა მოხდეს, ორ წელიწადში მესი ინტერ მაიამიში გადავა", - ესპანელი ჟურნალისტი
ხოსე ანტონიო პონსეტიმ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, გასულ კვირაში უნდა შემდგარიყო შეხვედრა 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის მამის მონაწილეობით, სადაც ლეოს "პსჟ"-ში პოტენციური ტრანსფერი უნდა განეხილა.
საბოლოო ჯამში, ზემოთაღნიშნული შეხვედრა გაუქმდა, რადგან კატალონიური გრანდის საპრეზიდენტო არჩევნები ჟოან ლაპორტამ მოიგო.
აქამდე, მესიმ თქვა, რომ აღნიშნული შედეგის შემთხვევაში, მზად იქნებოდა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება განეხილა.
"რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა წავიდეს ან სადაც არ უნდა დარჩეს, ორ სეზონში მესი "ინტერ მაიამიში" გადავა", - ციტირებს პონსეტის სიტყვებს Cadena SER. მისი შეფასებით, იმის ალბათობა, რომ ლეო "ბარსაში" დარჩება, 50 პროცენტია.
ასევე იხილეთ:
ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა მესის შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა
პსჟ-ში მესისა და რონალდუს შესაძლო ტრანსფერებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან
რამოსი: "მივიღებდი თუ არა მესის მადრიდში? სახლშიც დავპატიჟებდი"