ბარსელონა აგუეროს ხელში ჩაგდებას ერთ შემთხვევაში ეცდება - ESPN
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, კარიერა შეიძლება "ბარსელონაში" გააგრძელოს.
კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა 32 წლის არგენტინელის დამატების ვარიანტს იმ შემთხვევისთვის განიხილავს, თუ გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს იტყვის, წერს ავტორიტეტული გამოცემა ESPN.
აგრეთვე აღინიშნება, რომ თუ აგუეროს 33 წლის თანამემამულე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებიდან წავა, "ბარსელონა" გუნდის გადაწყობას დაიწყებს.
მიუხედავად ამისა, "სიტის" შემტევი ერთადერთი თავდამსხმელი არ არის, რომელიც "ბარსამ" შეიძლება მესის წასვლის შემთხვევაში მიიწვიოს. კატალონიელთა სიაში ერლინგ ჰოლანდი ("დორტმუნდი") და მემფის დეპაიც ("ლიონი") ფიგურირებენ. თუმცა, ნორვეგიელისთვის ბრძოლაში "ბლაუგრანა" აუტსაიდერია, კლუბში არსებული მძიმე ფინანსური სიტუაციისა.
მიმდინარე სეზონში აგუერომ ტრავმის გამო "ქალაქელთა" მაისურით პრემიერ ლიგაში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი ერთხელაც არ აუღია.
ასევე იხილეთ:
აგუეროს მანჩესტერ სიტიდან წასვლა გარდაუვალია, გვარდიოლამ შემცვლელი შეარჩია - AS
კუმანი აგუეროს ტრანსფერის წინააღმდეგია და უპირატესობას სხვა თავდამსხმელს ანიჭებს - Mundo Deportivo
"რაც არ უნდა მოხდეს, ორ წელიწადში მესი ინტერ მაიამიში გადავა", - ესპანელი ჟურნალისტი