VIDEO: "დოროყაშვილს 3 მილიონ ლარზე მეტის ქონება გადაეცა", - ბასილაშვილის ადვოკატი
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჩოგბურთელი თავის შვილს სახლს ართმევს.
ირმა ჭკადუამ დეტალები განმარტა და თქვა, რომ ბასილაშვილმა დოროყაშვილს 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება გადაუფორმა.
"ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2018 წლიდან არ ცხოვრობენ ერთად. სანამ განქორწინება მოხდებოდა, ჯერ კიდევ განქორწინებამდე, ნელიმ წამოიწყო სასამართლო დავა, ქონებრივი.
ვინაიდან, ნიკოლოზმა თქვა, რომ მას არ სურს მის შვილთან და მისი შვილის დედასთან ქონებრივ დავაში შევიდეს, სასამართლო დავის გარეშე გადაწყვიტა მორიგება.
მორიგების აქტით, ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე რიცხული (იმ ეტაპზე როდესაც ეს პროცესი იხილებოდა) ყველა ქონება გადავიდა ნელი დოროყაშვილის სახელზე. ამ ჩამონათვალში, დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტის ქონებაზეა საუბარი", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
იხილეთ ვიდეო
ასევე, იხილეთ:
"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო სახალხო დამცველს თქვენი ეთერიდან", - ბასილაშვილის ადვოკატი
VIDEO: "ცუდია, რომ პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა-შვილის ურთიერთობა", - ბასილაშვილის ადვოკატი