ავტორიზაცია

VIDEO: "ცუდია, რომ პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა-შვილის ურთიერთობა", - ბასილაშვილის ადვოკატი

VIDEO: "ცუდია, რომ პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა-შვილის ურთიერთობა", - ბასილაშვილის ადვოკატი
თარიღი 16 Mar 2021, 03:31

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჩოგბურთელი თავის შვილს სახლს ართმევს.

ასევე, ამ პოსტს ქალთა უფლებათა დამცველი, ბაია პატარაია გამოეხმაურა.

ადვოკატმა "იმედის" ეთერში ამ ფაქტზეც ისაუბრა: "ძალიან ცუდია, რომ ქალბატონი ბაია პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა-შვილის ურთიერთობა. მოდი მათთან დავტოვოთ ეს საკითხი, როგორღაც მოახერხებს ნიკა თავის შვილთან ურთიერთობას.

მათი საუბრით კი გამოდის, თითქოს ქალბატონი ანა აბაშიძე და ქალბატონი ბაია პატარაია ზრუნავენ პატარა ლუკა ბასილაშვილზე და ნიკოლოზ ბასილაშვილი არ ზრუნავს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

იხილეთ ვიდეო:

 

ასევე, იხილეთ: 

VIDEO: "ბასილაშვილს არ სურს, მის ექს-მეუღლეზე ვინმე უარყოფით კონტექსტში საუბრობდეს", - ნიკას ადვოკატი

"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო სახალხო დამცველს თქვენი ეთერიდან", - ბასილაშვილის ადვოკატი

VIDEO: "დოროყაშვილს 3 მილიონ ლარზე მეტის ქონება გადაეცა", - ბასილაშვილის ადვოკატი