ავტორიზაცია

VIDEO: "ბასილაშვილს არ სურს, მის ექს-მეუღლეზე ვინმე უარყოფით კონტექსტში საუბრობდეს", - ნიკას ადვოკატი

VIDEO: "ბასილაშვილს არ სურს, მის ექს-მეუღლეზე ვინმე უარყოფით კონტექსტში საუბრობდეს", - ნიკას ადვოკატი
თარიღი 16 Mar 2021, 04:23

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

მან ადამიანებს თხოვნით მიმართა, რომ არ გააკეთონ განცხადებები, რომლებიც შემდეგ ბასილაშვილის ექს-მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ბულინგს იწვევს.

"მინდა ვთხოვო ბაია პატარაიას და საერთოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ისეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომ შემდეგ სოციალურ ქსელში ნელი დოროყაშვილი ბულინგის მსხვერპლი ხდება.

ესეც არის ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის და მისი ოჯახისთვის ტრაგედია. არ სურს, რომ მისი ყოფილ მეუღლეზე, მისი შვილის დედაზე ვინმე უარყოფით კონტექსტში საუბრობდეს.

ვთხოვ, ნუ დაწერენ ისეთ კომენტარებს, რაც შემდეგ იწვევს ქალბატონ ნელი დოროყაშვილზე თავდასხმას", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

იხილეთ ვიდეო

 

ასევე, იხილეთ: 

"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო სახალხო დამცველს თქვენი ეთერიდან", - ბასილაშვილის ადვოკატი

VIDEO: "დოროყაშვილს 3 მილიონ ლარზე მეტის ქონება გადაეცა", - ბასილაშვილის ადვოკატი

VIDEO: "ცუდია, რომ პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა-შვილის ურთიერთობა", - ბასილაშვილის ადვოკატი