"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო სახალხო დამცველს თქვენი ეთერიდან", - ბასილაშვილის ადვოკატი [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერიდან სახალხო დამცველს მიმართა.
ადვოკატს სურს, რომ ნინო ლომჯარია დაინტერესდეს, ბასილაშვილისა და მისი შვილის ურთიერთობის საჯარო სივრცეში გამოტანით.
მიმდინარე თვეში, ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირი მოიგო, რა დროსაც მისი და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა აქტუალური გახდა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, გამოიტანეს მამა-შვილის პირადი ურთიერთობა და გახადეს საზოგადოების განსჯის საგანი, რაც დაუშვებელია.
ასევე, ამ ფაქტზე მინდა სახალხო დამცველს, კიდევ ერთხელ თქვენი ეთერიდან მივმართო, იქნებ ამ კონკრეტული ფაქტით მაინც დაინტერესდეს.
ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მამა-შვილის ურთიერთობა უფრო გააციონ, უფრო დაამძიმონ. ეს ნაწერები ვიცით, რომ არ იწვება და ეს ბავშვი გაიზრდება, რის შემდეგაც წაიკითხავს ამ ყველაფერს. რატომ უნდა ჰქონდეს მას განცდა, რომ მამამისი ასე ექცეოდა?", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
იხილეთ ადვოკატის მიმართვა:
ასევე, იხილეთ:
VIDEO: "დოროყაშვილს 3 მილიონ ლარზე მეტის ქონება გადაეცა", - ბასილაშვილის ადვოკატი
VIDEO: "ცუდია, რომ პატარაიას გადასაწყვეტი გახდა მამა-შვილის ურთიერთობა", - ბასილაშვილის ადვოკატი