VIDEO: ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა! - ქართველმა 80 წუთი ითამაშა
სანაკრებო პაუზის დროს, "გენტმა" ამხანაგური მატჩი "ანდერლეხტთან" გამართა, რომელიც 0:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო, რომლის დაბრუნებაც გაცილებით გვიან იყო მოსალოდნელი.
ქართველი შემტევი მოედანზე მე-10 წუთზე გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც "გენტის" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.
ბოლო პერიოდში, გიორგის ტრავმები ხშირად აწუხებს და ოქტომბრის შემდეგ, სრულფასოვნად არ უთამაშია.
მარტის სანაკრებო პაუზის დროს, ის საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარება.
3 კლუბი, რომელიც შესაძლოა თემურ ქეცბაიამ ჩაიბაროს
"მომდევნო წელს აღარ ვიქნები" - ქეცბაია გუნდიდან მიდის
ანორთოსისის ფეხბურთელი ქეცბაიაზე: "სულ ყვირის და მომთხოვნია"
3 ურთულესი მატჩი 7 დღეში - ასეთია საქართველოს ნაკრების კალენდარი მარტში