ავტორიზაცია

ალეგრი: "რონალდუს გამო, მანჯუკიჩმა ერთ წელიწადში იმაზე მეტი ირბინა, ვიდრე იქამდე მთელ კარიერაში"

ალეგრი: "რონალდუს გამო, მანჯუკიჩმა ერთ წელიწადში იმაზე მეტი ირბინა, ვიდრე იქამდე მთელ კარიერაში"
თარიღი 22 მარ 2021, 18:06

„იუვენტუსის“ ექს-მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, კრიშტიანუ რონალდუს მთავარი ღირსება დაასახელა.

ალეგრი რონალდუსთან ერთად 2018/19-სეზონში მუშაობდა, რის შემდეგაც ის „იუვენტუსიდან“ დაითხოვეს.

„რონალდუც ადამიანია და შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ბევრს არ შეუძლია მცველი ჩამოიშოროს და კარისკენ გაიქცეს ისე, როგორც მას. კრიშტიანუს ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის მოგებაზეა დაპროგრამებული.

ხუთი ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა, უამრავი ტიტული და ამავდროულად, ყოველდღიური მოტივაცია.

თუმცა, ის, ვინც მის გვერდით თამაშობს, უნდა ხვდებოდეს, რომ მის მიერ დატოვებული სივრცეები უნდა შეივსოს. საწყალი მარიო მანჯუკიჩი - მან რონალდუსთან ერთად თამაშის ერთ წელიწადში იმაზე მეტი გაირბინა, ვიდრე იქამდე მთელ კარიერაში.“ - აღნიშნა ალეგრიმ.

იხილეთ ასევე: 

"სამი წლის წინ, რეალი დამიკავშირდა", - რატომ უთხრა უარი ალეგრიმ სამეფო კლუბს?

"იუვენტუსში დაბრუნება? პირლო საუცხოოდ მუშაობს", - ალეგრი

ალეგრიმ სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება ნაპოლი ჩაიბაროს