ბარსელონა ჰოლანდის ტრანსფერის განსახორციელებლად კრედიტის აღებას გეგმავს - ESPN
"ბარსელონა" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესაძენად კრედიტის აღებას აპირებს, წერს ESPN.
ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ლაპორტა დარწმუნებულია, რომ 20 წლის ნორვეგიელთან კონტრაქტის გაფორმება კლუბისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თავად ახალგაზრდა შემტევი კი უახლოეს მომავალში გუნდის თამაშს განსაზღვრავს.
როგორც აღინიშნება, "ბარსელონას" პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ჰოლანდი "რეალში" არ გადავიდეს, რომელიც აგრეთვე დაინტერესებულია მისი ტრანსფერით.
გარდა ამისა, ჰოლანდის ხელში ჩაგდებით "ლურჯ-ბროწეულისფრები" გეგმავენ ლიონელ მესი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაში დაარწმუნონ.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ აგენტი, მინო რაიოლა ჰოლანდის მამასთან ერთად კატალონიაში ჩავიდა და "ბარსას" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერლინგმა 21 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
ასევე იხილეთ:
ცნობილი გახდა რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები
დორტმუნდში რაიოლასა და ჰოლანდის მამის ბარსელონას პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურნენ
სატრანსფერო ფასი გარკვეულია - რა გეგმები აქვს დორტმუნდს ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით?