BREAKING: ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ორ იტალიურ გრანდთან გამართავს მოლაპარაკებებს - ხვიჩას კახი კალაძე უწევს რეკომენდაციას
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსი კომენტატორი, ნობელ არუსტამიანი ავრცელებს.
„ევროპული გუნდები ხვიჩასა და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, აგენტი მამუკა ჯუღელი ამ დღეებში იტალიაში გაფრინდება, სადაც „მილანის“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლეთან გამართავს მოლაპარაკებებს. მხარეები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე დაილაპარაკებენ.
გარდა ამისა, ქართველის მიმართ ინტერესს იჩენს „ნაპოლიც“. როგორც ამბობენ, დიდ პრომოს ხვიჩას იტალიაში კახა კალაძე უკეთებს. „მილანის“ ლეგენდას კვარაზე აქტიურად ეკითხებიან და ის საუკეთესო რეკომენდაციებს იძლევა.
კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერი არამარტო აგენტებთან, არამედ „მილანის“ ტექნიკურ დირექტორთან, პაოლო მალდინისთანაც განიხილა. მან თავისი ექს-თნაგუნდელი საქართველო-ესპანეთის მატჩზეც კი გააგზავნა.“ - წერს კომენტატორი.
ბოლო დროს იწერებოდა, რომ ფეხბურთელით „ბაიერნი“ სერიოზულად ინტერესდება.
ასევე იხილეთ:
როდის ეწურება კვარაცხელიას რუბინთან კონტრაქტი?
VIDEO: რომელ გუნდს ქომაგობს ხვიჩა კვარაცხელია?
"სანჩოსა და კოსტას უკვე სჯობს", - რას წერენ გერმანელი ფანები კვარაცხელიაზე?