ავტორიზაცია

რამდენი გამომწერი მოემატა კვარაცხელიას ბოლო 1 კვირაში?

რამდენი გამომწერი მოემატა კვარაცხელიას ბოლო 1 კვირაში?
თარიღი 04 აპრ 2021, 03:43

ბოლო 1 კვირაში ხვიჩა კვარაცხელიას ალბათ, კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.

ქართველმა შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ესპანეთს გაუტანა გოლი, შემდეგ კი საბერძნეთს, სადაც საქართველოს 1 ქულა მოაპოვებინა.

ასევე, გუშინ, ის "რუბინს" დაუბრუნდა და შეცვლაზე შესულმა საჯარიმოს გარედან გოლის გატანა შეძლო, რითიც გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში კვარაცხელიას ცნობადობა გაცილებით გაიზარდა და ეს ინსტაგრამზეც აისახა.

კვარაცხელიას 1 კვირის წინ დაახლოებით 44 000 გამომწერი ჰყავდა, ბოლო 1 კვირაში კი მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ით გაიზარდა, და 63 500 შეადგინა.

კალაძე კვარაცხელიაზე მალდინის ესაუბრა - Sportmediaset

კვარაცხელიას ტრანსფერზე უკვე Sky Sports-იც წერს: "ქართველი ტალანტი ბაიერნში?"

დეტალური განხილვა — რამდენად რეალურია ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ბაიერნში?