"ნეიმართან, რონალდუსთან და მესისთან ერთად მითამაშია", - დი მარიამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს "ბარსელონაში" მოასპარეზე თანამემამულე ლიონელ მესიზე.
"ნეიმართან, რონალდუსთან და მესისთან ერთად მითამაშია, მაგრამ საუკეთესო ლეოა. მთელი კარიერაა ვხედავ, თუ რას აკეთებს, ვფიქრობ, სხვა პლანეტიდანაა".
"შესანიშნავი იქნება, თუ ოდესღაც კლუბში თანაგუნდელები გავხდებით. მაგრამ ახლა "ბარსელონას" ფეხბურთელია, კონტრაქტი აქვს, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Goal.com.
მიმდინარე სეზონში 33 წლის შემტევმა "პსჟ"-ს მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
რაც შეეხება მესის, "ბარსელონას" კაპიტანს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
"მისნაირ ფეხბურთელს ვეღარასდროს ვიხილავთ", - პიანიჩი მესიზე
"არის კომპონენტი, რომელშიც აგუერო მარადონასა და მესის დონეზე დგას", - გვარდიოლა
"ერთხელ, მესის ეგონა რომ ცხვირი მე გავუტეხე და მაისურს არ მაძლევდა", - მანჩესტერის ნახევარმცველი