ბარსელონას ჰოლანდის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა მოთხოვეს? - რაიოლას კომენტარი

"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ ნორვეგიელის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ფინანსურ პირობებზე ისაუბრა.
აქამდე, ესპანელმა ჟურნალისტმა, ხერარდ მორენომ დაწერა, რომ 20 წლის ფორვარდის წარმომადგენლები ტრანსფერისთვის დაახლოებით 150 მილიონ ევროს ითხოვენ. ამ თანხიდან 20 მილიონს ჰოლანდის აგენტი მიიღებს, 20 მილიონს მამამისი, 30 მილიონი კი წლიური ანაზღაურება იქნება + სატრანსფერო ღირებულება.
"ყალბი სიახლეები სწრაფად ვრცელდება და შორს მიდის", - აცხადებს რაიოლა.
ჰოლანდი "დორტმუნდში" "ზალცბურგიდან" 2020 წლის იანვარში 20 მილიონ ევროდ გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში ფორვარდმა ბორუსიელთა მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ერლინგის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონს შეადგენს. 1 აპრილს, რაიოლა ჰოლანდის მამასთან ერთად ბარსელონაში ჩავიდა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან გამართა მოლაპარაკებები.
ასევე იხილეთ:
AS-ი ასახელებს მიზეზს, რის გამოც რეალი შეიძლება ჰოლანდისთვის ბრძოლას ჩამოშორდეს
ბარსელონა ჰოლანდის ტრანსფერის განსახორციელებლად კრედიტის აღებას გეგმავს - ESPN
"ჰოლანდის მამისა და რაიოლას საქციელი უპატივცემულობაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი