რეალმა ჰოლანდზე უარი თქვა, მაგრამ ბარსელონას მის შეძენაში ხელს შეუშლის

"რეალმა" "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შეძენის იდეაზე უარი თქვა, წერენ ესპანურ პრესაში.
მადრიდელებს 20 წლის ნორვეგიელის აგენტ მინო რაიოლას მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიო აფრთხობთ.
"სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის პრიორიტეტი "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ყიდვაა, მაგრამ ჰოლანდთანაც აგრძელებს მოლაპარაკებებს, რათა ამ გზით "ბარსელონას" შეუშალოს ხელი.
თავის მხრივ, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ერლინგის მამას და რაიოლას, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, აცნობა, რომ ჰოლანდი "ბარსასთვის" პრიორიტეტული ვარიანტია.
"რეალში" რაიოლასთან და "დორტმუნდის" ლიდერის მამასთან შეხვედრას დათანხმდნენ, რათა მათი მოთხოვნების შესახებ მოესმინათ. თუმცა, კლუბში ჰოლანდის შეძენას არ აპირებენ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი სატრანსფერო ფასის გაზრდაა, რათა "ბარსამ" ვერ შეძლოს მისი ხელში ჩაგდება.
ჰოლანდი "დორტმუნდში" "ზალცბურგიდან" 2020 წლის იანვარში 20 მილიონ ევროდ გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში ფორვარდმა ბორუსიელთა მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ:
ბარსელონას ჰოლანდის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა მოთხოვეს? - რაიოლას კომენტარი
"ჰოლანდის მამისა და რაიოლას საქციელი უპატივცემულობაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი