ავტორიზაცია

აი, რატომ წაიყვანა ისინი კლუბში! - რას ამბობდა ვაისი კანკავასა და კაშიაზე ნაკრების მწვრთნელობისას?

აი, რატომ წაიყვანა ისინი კლუბში! - რას ამბობდა ვაისი კანკავასა და კაშიაზე ნაკრების მწვრთნელობისას?
თარიღი 18 Jun 2021, 00:53

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვანში გააგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბრატისლავურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ორივე ფეხბურთელი უკვე სლოვაკეთშია - ჯაბამ და გურამმა კონტრაქტები გააფორმეს.

ვლადიმირ ვაისმა ორივე ქართველ ფეხბურთელზე თქვა, რომ მათ თვალდახუჭული ენდობა. გავიხსენოთ ფრაზები, რომელიც სლოვაკ მწვრთნელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის პერიოდში უთქვამს.

'ცოტა უხერხული საკითხია... გურამ კაშია შესანიშნავი ადამიანია. როგორც მწვრთნელი ყველანაირად ვეცდები გვერდით დავუდგე და მხარი დავუჭირო," - ვლადიმირ ვაისი, 2018 წელი.

"ჩვენ თუ გვეყოლება 10 ჩაკვეტაძე, 10 კანკავა და 10 კაშია, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ", - ვლადიმირ ვაისი, 2018 წელი.

"შემიძლია გითხრათ, რომ ჯაბა კანკავა ისევე მიყვარს, როგორც ჩემი შვილი. როცა ვუყურებ მის პრესინგს და მოქმედებებს მოედანზე ვვოცდები. ჯაბას მოქმედებები სამაგალითოა," - ვლადიმირ ვაისი, 2019 წელი.

'ბოლო პერიოდში გურამ კაშიას თამაში არ უწევდა. ბევრმა მითხრა, რომ სხვებისთვის მიმეცა ამ პოზიციაზე თამაშის შანსი. კანკავა და კაშია ნაკრების სული და გული არიან. კაშია ყოველთვის იდეალურადაა მომზადებული. მოკლედ, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე ჩვენ სრულფასოვანი გუნდი არ ვართ," - ვლადიმირ ვაისი, 2020 წელი.

"34 წლის კანკავა ისეთ ფიზიკური კონდიციაშია, ფეხბურთის თამაში კიდევ 10 წელი შეუძლია. ის ბრწყინვალე პიროვნებაა. ჯაბა კანკავა უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ეროვნული გუნდისთვის კიდევ 3 ან 4 წელი ითამაშებს," - ვლადიმირ ვაისი, 2020 წელი.

საქართველოს ნაკრების ორივე კაპიტანმა სლოვან ბრატისლავასთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გააფორმეს.

"ვაისი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია" - კაშია სლოვანში ტრანსფერზე

"ორივე მათგანს თვალდახუჭული ვენდობი" - ვაისი კანკავას და კაშიას ტრანსფერზე

"მინდა ისევე დავეხმარო ვაისს, როგორც ის დამეხმარა" - კანკავა სლოვანში ტრანსფერზე