ავტორიზაცია

მბაპემ თავისი მოთხოვნა უკვე წამოაყენა — პსჟ-ს ხელმძღვანელობა ამ დღეებში ფრანგთან შეხვედრას გეგმავს

მბაპემ თავისი მოთხოვნა უკვე წამოაყენა — პსჟ-ს ხელმძღვანელობა ამ დღეებში ფრანგთან შეხვედრას გეგმავს
თარიღი: 21 ივლ 2021, 22:02

"პსჟ" უახლოეს დღეებში თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კლუბში მის მომავალს განიხილავს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა გუნდში ვარჯიში 22 ივლისიდან უნდა განაახლოს. სწორედ ამ დღისთვის გეგმავს "პსჟ" მასთან შეხვედრას და სამომავლო გეგმების განხილვას.

როგორც 1 ივლისს გახდა ცნობილი, მბაპეს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა, თუ მისი პირობები არ შეიცვლება. მოგვიანებით, ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის ჩადება მოითხოვა: თანხის, რომლის სანაცვლოდაც "რეალში" გადასვლა შეეძლება.

მბაპე "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა კლუბთან მას 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში კილიანმა საფრანგეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.