მბაპე პრაქტიკულად მადრიდელია — როდის გააოფიციალურებენ პსჟ და რეალი ტრანსფერს?

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოს არის.
კლუბები 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის ტრანსფერს ძალიან მალე დახურავენ, იტყობინება Marca-ს ჟურნალისტი, ხოსე ფელიქს დიასი.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "სამეფო კლუბმა" პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ 170 მილიონი ევრო (+10 მლნ ბონუსების სახით) შესთავაზა, ფრანგები დათანხმდნენ.
ასე და ამგვარად, არ არის გამორიცხული, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი წუთი წუთზე გაოფიციალურდეს.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა კილიანს "პსჟ"-სთან მომავალ ზაფხულს ეწურება და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი არაერთხელ თქვა, რადგან სწორედ "რეალში" გადასვლა უნდა.