ავტორიზაცია

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი: "არ მივცემ უფლებას, რომ ჩემს ფეხბურთელებს შეეხონ"

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი: "არ მივცემ უფლებას, რომ ჩემს ფეხბურთელებს შეეხონ"
თარიღი 06 Sep 2021, 00:34

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ბრაზილიასთან მატჩში მომხდარი ინციდენტით შოკირებულია.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არავის დადანაშაულება არ მინდა. ძალიან უსიამოვნო ფაქტია. ეს მატჩი ფეხბურთის დღესასწაული უნდა ყოფილიყო".

"გულწრფელად ვამბობ, უბრალოდ სიტყვები არ მაქვს. უბრალოდ მინდა, არგენტინელმა გულშემატკივრებმა იცოდნენ: მათ არ მივცემ უფლებას, რომ ჩემს ფეხბურთელებს შეეხონ. მით უმეტეს, ქვეყნიდან გააძევონ".

"გვიღალატეს, როგორც ჩვენ, ისევე ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს. უბრალოდ ფეხბურთის თამაში გვინდოდა", - ციტირებს სკალონის სიტყვებს EiFSoccer.

არგენტინის ნაკრები მოედნიდან ბრაზილიელი სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ გავიდა, რომლებიც კარანტინის დარღვევისთვის ოთხი არგენტინელის დაკავებას პირდაპირ მატჩის მიმდინარეობისას აპირებდნენ. არსებული ცნობით, ეს მოთამაშეები ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია, კრისტიან რომერო და ჯოვანი ლო ჩელსო არიან. ყველა მათგანი ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.