ავტორიზაცია

VIDEO: ლიონმა 7-გოლიან თრილერში იმარჯვა, ნაპოლიმ ლეგია გაანადგურა, პსვ-მ მონაკოსთან წააგო

VIDEO: ლიონმა 7-გოლიან თრილერში იმარჯვა, ნაპოლიმ ლეგია გაანადგურა, პსვ-მ მონაკოსთან წააგო
თარიღი: 22 ოქტ 2021, 01:06

დასრულდა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ის შეხვედრებიც, რომლებმაც სტარტი თბილისის დროით 23:00 საათზე აიღო.

ასე და ამგვარად, ყველაზე გამოსარჩევი პრაღის "სპარტასა" და "ლიონის" დაპირისპირება გახლდათ, სადაც 7 გოლი გავიდა და ფრანგულმა გუნდმა ნამდვილ დრამაში მოიგო.

თავის მხრივ, "ნაპოლიმ" შინაურ კედლებში "ლეგია" 3:0 გაანადგურა, ხოლო "პსვ" საკუთარ მინდორზე "მონაკოსთან" 1:2 დამარცხდა.

"სპარტა" 3:4 "ლიონი"

"ნაპოლი" 3:0 "ლეგია"

"პსვ" 1:2 "მონაკო"