ავტორიზაცია

მიზეზი ცნობილია - რატომ არაა გიორგი მამარდაშვილი ეროვნული ნაკრების განაცხადში?

მიზეზი ცნობილია - რატომ არაა გიორგი მამარდაშვილი ეროვნული ნაკრების განაცხადში?
თარიღი 04 ნოე 2021, 13:37

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

აღნიშნულ სიაში ვალენსიას მეკარის, გიორგი მამარდაშვილის არყოფნამ გულშემატკივრის გაოცება გამოიწვია.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდებიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ინგლისის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები ნოემბრის პირველ მატჩს 11 ნოემბერს, ბათუმში შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მეორე შეხვედრა 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთთან ჩატარდება.