ავტორიზაცია

"ბაიერნი მოურინიოს დანიშვნის ვარიანტს განიხილავდა, თავადაც თანახმა იყო", - რატომ არ შედგა გარიგება?

"ბაიერნი მოურინიოს დანიშვნის ვარიანტს განიხილავდა, თავადაც თანახმა იყო", - რატომ არ შედგა გარიგება?
თარიღი 15 ნოე 2021, 16:25

"ბაიერნის" ყოფილი გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით, მიუნხენური გრანდი თავის დროზე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მიწვევის ვარიანტს განიხილავდა.

"მოურინიო ჩვენი სამიზნე იყო და უნდა აღინიშნოს, რომ თავადაც უნდოდა გერმანიაში გადმობარგება და "ბაიერნის" გაწვრთნა".

"მიუხედავად ამისა, ყველაფერი თეორიად დარჩა, რადგან რაღაც მომენტში სხვა თვისებების მქონე სპეციალისტის მოწვევა გადაწყდა".

"მაგრამ მოურინიოს უდიდეს პატივს ვცემ და "რომაში" წარმატებებს ვუსურვებ, რადგან დიდებული მწვრთნელია", - განუცხადა რუმენიგემ RAI Sport-ს.

შეგახსენებთ, 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რომაულ კლუბში 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა და მისი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.