ავტორიზაცია

France Football-მა 2021 წლის საუკეთესო კლუბი დაასახელა

France Football-მა 2021 წლის საუკეთესო კლუბი დაასახელა
თარიღი 30 ნოე 2021, 04:05

ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის, France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო საფეხბურთო კლუბიც გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ახალი პრიზი, რომელიც წელს დაწესდა და მისი პირველი მფლობელი ლონდონის "ჩელსი" გახდა.

2021 წელს "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ხოლო პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავეს.

გარდა ამისა, ტომას ტუხელის გუნდი გასულ სეზონში ინგლისის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ლესტერთან" (0:1) დამარცხდა.

რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, გადამწყვეტ დაპირისპირებაში "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტის" მოუგო - 1:0.