ავტორიზაცია

ლეხიასთან თამაში ჩაიშალა - ბათუმის დინამო კიდევ ერთი ქართველის გუნდს შეხვდება

ლეხიასთან თამაში ჩაიშალა - ბათუმის დინამო კიდევ ერთი ქართველის გუნდს შეხვდება
თარიღი 22 იან 2022, 18:32

23 იანვარს, ბათუმის დინამოსა და გდანსკის ლეხიას შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა ჩაიშალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დინამოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და მიზეზსაც ასახელებენ.

"გდანსკის ლეხიასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი მეტოქე გუნდის თხოვნით გაუქმდა. 23 იანვარს რაკუვს დავუპირისპირდებით," - წერს აჭარული გუნდის გვერდი.

გია გეგუჩაძის გუნდის ახალი მეტოქე პოლონური რაკუვი იქნება, სადაც ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია თამაშობს, თუმცა მას კუნთის პრობლემები აქვს და შავიზღვისპრიელთა წინააღმდეგ არ ითამაშებს.

ბათუმის დინამომ 2022 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრა ექსტრაკლასას ლიდერ პოზნანის ლეხს 2-1 მოუგო.