ავტორიზაცია

ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფერო გაუმჯობესდა

ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფერო გაუმჯობესდა
თარიღი 26 Nov 2022, 16:33
L'Equipe-ს ცნობით, მას შემდეგ რაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატე კარიმ ბენზემას თამაში გამოირიცხა, გუნდში ატმოსფერო გაცილებით უკეთესი გახდა.

ბენზემამ ტრავმის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები დატოვა. წყაროს ცნობით, დაზიანების შემდეგ თავდამსხმელის ოთახში მხოლოდ თავდამსხმელი მარკუს ტურამი შევიდა, რომელთანაც ბენზემა დიდი ხანია მეგობრობს.

საფრანგეთის ნაკრებთან ახლოს მყოფი წყაროები, ბენზემას წასვლის შემდეგ პირველ დღეს "პირველ მართლაც სასიამოვნო საღამოს" უწოდებენ. კერძოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბენზემას გარეშე უფრო თავისუფლად და კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

საფრანგეთის ნაკრებმა ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ავსტრალია 4-1 დაამარცხა. დღეს, დიდიე დეშამის გუნდი დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.