3 მილიონი ევრო მიქაუტაძის ტრანსფერში - სერია B-ს კლუბი ქართველი ფორვარდით ინტერესდება

იტალიური Sportal-ის ცნობით, სატრანსფერო ფანჯარაზე "ჯენოას" ერთ-ერთი პრიორიტეტი "მეცის" ქართველი ფორვარდის გიორგი მიქუტაძის გაფორმება იქნება.
კლუბის მთავარი მწვრთნელის ალბერტო ჯილარდინოს პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმებაა.
იტალიური გამოცების მტკიცრბით, მიქაუტაძის ტრანსფერი "ჯენოას" დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაუჯდება.
22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე ლიგა 2-ის გათამაშებაში 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "ჯენოა" იტალიის სერია B-ს გათამაშებაში 30 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ "ფროზინონეს" 6 ქულით ჩამორჩება.