ავტორიზაცია

არსენალის წარმატებული გზა გრძელდება - არტეტას გუნდმა ვესტ ჰემი დამაჯერებლად დაამარცხა

არსენალის წარმატებული გზა გრძელდება - არტეტას გუნდმა ვესტ ჰემი დამაჯერებლად დაამარცხა
თარიღი 27 დეკ 2022, 12:41
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში "არსენალი" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა მიკელ არტეტას გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით საიდ ბენრაჰმამ გახსნა და სტუმრები დააწინაურა.

მეორე ნახევარი სრულად "მეთოფეების" აქტიურობით წარიმართა, 53-ე წუთზე წონასწორობა ბუკაიო საკამ აღადგინა. 58-ე წუთზე გაბრიელ მარტინელიმ მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო 69-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ედი ნკეტიამ დააფიქსირა (3:1).

ამ დროისთვის "არსენალს" 40 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ნიუკასლს" 7 ქულით უსწრებს. "ვესტ ჰემი" 14 ქულით მე-16 ადგილზეა.