ავტორიზაცია

ირლანდიაზე და ჩეხეთზე წინ - საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულება რეკორდულია

ირლანდიაზე და ჩეხეთზე წინ - საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულება რეკორდულია
თარიღი 29 დეკ 2022, 13:08
Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება წელს ბოლოჯერ განაახლა. 

ბოლო მონაცემის მიხედვით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა საერთო სატრანსფერო ფასი 114,75 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველოს ნაკრების საერთო სატრანსფერო ფასი ასე მაღალი არასდროს ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატრანსფერო ღირებულება მეტი ვიდრე შემდეგი ქვეყნების: ირლანდია (108,60) მილიონი ევრო, ჩეხეთი (94,13) მილიონი ევრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა (89,23) მილიონი ევრო, საბერძნეთი (78,80) მილიონი, ჩილე (66,10) მილიონი ევრო, ირანი (59,53) მილიონი ევრო, ჩრდილოეთ მაკედონია (55,70) მილიონი ევრო, ავსტრალია (39,20) მილიონი ევრო, ვენესულელა (30,80) მილიონი ევრო და ფინეთი (25,45) მილიონი ევრო.