ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუს წასვლის შემდეგ "რონალდუს წესი" შემოიღო

მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუს წასვლის შემდეგ "რონალდუს წესი" შემოიღო
თარიღი 08 იან 2023, 13:19
მანჩესტერ "იუნაიტედმა" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ხელფასების ზედა ზღვარი დააწესა.

Daily Mail-ის ცნობით, ამ სიახლეს უკვე შეარქვეს მეტსახელი "რონალდოს წესი". კრიშტიანოს ხელფასი მანჩესტერ "იუნაიტედში" საგრძნობლად აღემატებოდა სხვა ფეხბურთელების ხელფასს. ახლა "იუნაიტედში" ფეხბურთელის მაქსიმალური შესაძლო ყოველკვირეული ხელფასი არაუმეტეს 200 000 ფუნტი იქნება.

ერიკ ტენ ჰაგს, ჯონ მურტოუს და რიჩარდ არნოლდს უნდათ, რომ მოთამაშეებმა არ იეჭვიანონ ერთმანეთის მიმართ.

ახალი წესი პირდაპირ შეეხება დავიდ დე ხეას. მეკარე კვირაში 375 000 ფუნტს იღებს კონტრაქტით, რომელიც 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მანჩესტერ "იუნაიტედში" დარჩენისთვის მას ხელფასების მნიშვნელოვან შემცირებაზე დათანხმება მოუწევს.

ახლა "იუნაიტედის" მოთამაშეები რაფაელ ვარანი, ჰარი მაგუაირი, კაზემირო და ფერნანდესი დაახლოებით თანაბარ ხელფასს იღებენ (კვირაში 180,000-დან 200,000 ფუნტამდე იღებენ, იტყობინება Daily Mail). თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, მათ ხელფასები შეუმცირდებათ. ანალოგიურ ხელფასს შესთავაზებენ ლუკ შოუს, რომლის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მანჩესტერ "იუნაიტედის" იდეაა, რომ მეტმა მოთამაშემ მიიღოს დაახლოებით იგივე ხელფასი. კლუბს აღარ სურს კვირაში 500 000 ფუნტის დახარჯვა ცალკეული სუპერვარსკვლავების ხელფასებზე.