ავტორიზაცია

არსენალმა მუდრიკის გასაფორმებლად მორიგი შეთავაზება გააკეთა

არსენალმა მუდრიკის გასაფორმებლად  მორიგი შეთავაზება გააკეთა
თარიღი 13 იან 2023, 12:44
ლონდონის "არსენალმა" დონეცკის "შახტარს" ნახევარმცველ მიხაილ მუდრიკის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო + პრემია შესთავაზა.

ცნობილი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, მხარეები ამჟამად პრემიების სტრუქტურას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინული გუნდი გარემარბისთვის 100 მილიონი ევრო ითხოვდა. შესაძლოა, შემდგომი ბონუსების გათვალისწინებით, მთლიანი ღირებულება ამ ფასთან ახლოს იყოს.