ავტორიზაცია

მესის მამა საუდის არაბეთში შენიშნეს

მესის მამა საუდის არაბეთში შენიშნეს
თარიღი 13 იან 2023, 19:19
არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში დააფიქსირეს. ამის შესახებ The Sun ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორხე მესი შვილის შესაძლო ტრანსფერზე "ალ-ჰილალთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბი მზადაა 35 წლის არგენტინელს ყოველწლიურად 300 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადოს.