ავტორიზაცია

ფოტო: რონალდუ მადრიდის რეალის ვარჯიშს ესწრება

ფოტო: რონალდუ მადრიდის რეალის ვარჯიშს ესწრება
თარიღი 13 იან 2023, 19:39
მადრიდის "რეალი" ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება. კვირას, კარლო ანჩელოტის გუნდი ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდება. 

"ბლანკოსის" ყოფილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ რიადში "რეალის" ვარჯიშს ესწრება. შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.



შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ნასრთან" შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. მადრიდის "რეალში" პორტუგალიელი ფორვარდი 2009-2018 წლებში თამაშობდა.