ავტორიზაცია

ბარსელონამ ატლეტიკოს შეთავაზება ფეხბურთელების გაცვლაზე უარყო

ბარსელონამ ატლეტიკოს შეთავაზება ფეხბურთელების გაცვლაზე უარყო
თარიღი 13 იან 2023, 20:10
მადრიდის "ატლეტიკო" დაუკავშირდა "ბარსელონას" მოთამაშეების გაცვლის შეთავაზებით.

მადრიდელებს სურდათ, რომ მემფის დეპაის მათ რიგებს შეერთებოდა, სანაცვლიდ კი თომას ლემარი "ბლაუგრანას" რიგებში გადავიდოდა. 

თუმცა კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის შესახებ პორტალი Goal ჟურნალისტ ჟერარ რომეროზე დაყრდნობით იუწყება.

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" ამ სეზონის ბოლომდეა გათვლილი.