კვარაცხელიას აგენტი ხვიჩათი მანჩესტერ სიტის დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
"ნაპოლის" ქართველი თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მანჩესტერ "სიტიდან" მოთამაშის მიმართ ინტერესის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"ჩემს მაგიდაზე მანჩესტერ სიტის საბუთები არ მაქვს. როგორც, მჯერა, ნაპოლის ოფისშიც. “, - განაცხადა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.