ავტორიზაცია

პუმასმა დანი ალვეშს კონტრაქტი გაუწყვიტა

პუმასმა დანი ალვეშს კონტრაქტი გაუწყვიტა
თარიღი 21 იან 2023, 09:57
მექსიკურმა კლუბმა "პუმასმა" დანი ალვეშთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში გისოსებს მიღმა იმყოფება, სადაც სასამართლო პროცესს ელოდება. 

39 წლის ბრაზილიელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამასთან, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებებს უარყოფს.

სკანდალური ინციდენტი ბარსელონას ღამის კლუბში გასული წლის ბოლოს მოხდა. გოგონა, რომელიც დანი ალვეშს ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა აიძულა მასთან სექსით დაკავებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ახლახან დანი ალვეშმა ბრაზილიის ნაკრებში ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.