ავტორიზაცია

კამავინგა შესაძლოა პრემიერ ლიგის გუნდში გადავიდეს

კამავინგა შესაძლოა პრემიერ ლიგის გუნდში გადავიდეს
თარიღი 21 იან 2023, 10:21
"არსენალი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, ედუარდო კამავინგას შეძენას განიხილავს.

ჟურნალისტი სიმონ კოლინჯის ინფორმაციით, "მეთოფეების" მესვეურები ნიჭიერი ფრანგის იჯარას გეგმავენ, თუმცა უცნობია, დაუშვებს თუ არა მადრიდის "რეალი" ტრანსფერის განხორციელებას.

ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა.