ავტორიზაცია

ზიდანმა პრემიერ ლიგის ტოპ კლუბისგან საოცარი ფინანსური შეთავაზება მიიღო

ზიდანმა პრემიერ ლიგის ტოპ კლუბისგან საოცარი ფინანსური შეთავაზება მიიღო
თარიღი 21 იან 2023, 10:34
"ჩელსის" შედეგებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ გრემ პოტერმა შესაძლოა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი უახლოეს მომავალში დატოვოს.

როგორც OK Diario-სთვის გახდა ცნობილი, "არისტიკრატები" პოტერის შემცვლელს უკვე ეძებენ, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" მოლოდინები არ გაამართლა. 

წყაროს ცნობით, "ჩელსი" ზინედინ ზიდანის კანდიდატურას განიხილავს. 50 წლის სპეციალისტმა პრემიერ ლიგის კლუბიდან სეზონში 50 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი წელიწადნახევარზე მეტია უმუშევარია. 

"ჩელსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-10 ადგილზეა.