ავტორიზაცია

ტუხელს ტოტენჰემში მუშაობა არ სურს

ტუხელს ტოტენჰემში მუშაობა არ სურს
თარიღი 21 იან 2023, 10:45
თომას ტუხელი არ გეგმავს "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი გახდეს. 

ჟურნალისტ ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათგან პირველი არის "ბარსელონა". ასევე, მადრიდის "რეალი" და "იუვენტუსი", რომლებიც ასევე ტუხელისთვის საინტერესო ვარიანტებია. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი სპეციალისტი ესპანურ ენას სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის "ჩელსი" იყო, რომელთან ერთადაც 2021 წელს თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.