ავტორიზაცია

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: "ჩვენ გვინდა, რომ მესი და რონალდუ ისევ ერთ ჩემპიონატში ვიხილოთ"

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: "ჩვენ გვინდა, რომ მესი და რონალდუ ისევ ერთ ჩემპიონატში ვიხილოთ"
თარიღი 22 იან 2023, 01:27
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციაში ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესის ხილვა სურს.

ამის შესახებ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იბრაჰიმ ალკასიმმა განაცხადა.

„ამჟამად არაფერი ვიცით მესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ, თუმცა არ ვმალავ, რომ ჩვენ, საუდის არაბეთის ფედერაციას გვინდა, რომ ის ერთ დღეს ჩვენს ჩემპიონატში მოვიყვანოთ.

ფედერაციის იდეა ყოველთვის ჩვენი ფეხბურთის გაუმჯობესებაა და რა თქმა უნდა, გვსურს კრიშტიანუ და მესი ისევ ერთ ლიგაში ვიხილოთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახლა ჩვენ არაფერი ვიცით ამ შესაძლებლობის შესახებ. “, - განაცხადა იბრაჰიმ ალკასიმმა.