იურგენ კლოპი: "ვენგერმა მე-1000 თამაში 6:0 წააგო, ამიტომ კმაყოფილი ვარ"
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ლონდონის "ჩელსისთან" (0:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა კლოპისთვის მე-1000 იყო მწვრთნელის რანგში.
"არსენ ვენგერმა მე-1000 მატჩი 6:0 წააგო, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ", - თქვა კლოპმა.
კლოპის პირველი თამაში 2001 წლის 28 თებერვალს გაიმართა. მაშინ მისმა "მაინცმა" "დუისბურგს" ანგარიშით 1:0 მოუგო.
"არსენ ვენგერმა მე-1000 მატჩი 6:0 წააგო, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ", - თქვა კლოპმა.
კლოპის პირველი თამაში 2001 წლის 28 თებერვალს გაიმართა. მაშინ მისმა "მაინცმა" "დუისბურგს" ანგარიშით 1:0 მოუგო.
2008 წელს დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი გახდა. გუნდთან ერთად კლოპმა ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა (2010/2011, 2011/2012). 2015 წლიდან გერმანელი მწვრთნელი "ლივერპულს ხელმძღვანელობს. მის დროს ინგლისური კლუბი გახდა ქვეყნის ჩემპიონი (2019/2020) და მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2018/2019).