ავტორიზაცია

ბაიერნმა პავარი სერია A-ს ტოპ კლუბში არ გაუშვა

ბაიერნმა პავარი სერია A-ს ტოპ კლუბში არ გაუშვა
თარიღი 01 თებ 2023, 00:31
მილანის "ინტერი" აქტიურად ცდილობდა "ბაიერნის" მცველის, ბენჟამინ პავარის შეძენას, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

26 წლის ფეხბურთელს "ნერაძური" მილან სკრინიარის შემცვლელად განიხილავდა, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას გეგმავს.

ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგის თქმით, "ინტერმა" "ბაიერნს" მიმართა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პავარდის ტრანსფერის მოთხოვნით, მაგრამ მიუნხენურმა კლუბმა ტრანსფერის განხილვაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენჟამინ პავარი "ბარსელონას" სიტყვიერად შეუთანხმდა. ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეიძლება განხორციელდეს.