იბრაჰიმოვიჩმა 8 თვის განმავლობაში ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა
შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა საფეხბურთო მოედანს თებერვალში დაუბრუნდეს.
2022/2023 წლების სეზონში გამოცდილ შვედ ფეხბურთელს მუხლის ტრავმის გამო "მილანში" ჯერ არ უთამაშია.
ჟურნალისტ ანტონიო ვიტიელოს თქმით, პარასკევს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რვა თვის განმავლობაში პირველად ივარჯიშა ძირითად ჯგუფთან ერთად.
ჟურნალისტ ანტონიო ვიტიელოს თქმით, პარასკევს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რვა თვის განმავლობაში პირველად ივარჯიშა ძირითად ჯგუფთან ერთად.
41 წლის თავდამსხმელმა საერთო ჯგუფში მხოლოდ ვარჯიშის დასაწყისი გაატარა და ამის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა ინდივიდუალურად დაიწყო ვარჯიში.
ამ დროისთვის, "მილანი" იტალიის სერია A-ში 38 ქულით მეხუთეა, მომდევნო მატჩს "როსონერი" 5 თებერვალს "ინტერთან" გამართავს.
ამ დროისთვის, "მილანი" იტალიის სერია A-ში 38 ქულით მეხუთეა, მომდევნო მატჩს "როსონერი" 5 თებერვალს "ინტერთან" გამართავს.